იყენებენ ადამიანების უბედურებას და ტრაგედიას, ჩართული ჰყავთ შვილმკვდარ დედები თუ მამები, სად ისწავლეთ ეს მეთოდები, ვინ გითხრათ, რომ ყველაფერი მოსულა

627
წაკითხვა/ნახვა
mpn

,,ჩვენში დამკვიდრებული ტერმინი, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა,“ მეტწილად ალბათ, იმით უფრო აიხსნება, რომ მასში ხშირად ბინძური ადამიანები სწორედ ბინძური მეთოდებით მონაწილეობენ.’’ ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრის ალეკო ხოჯევანიშვილის მიერ, ზაზა სარალიძის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს. ნიკოლეიშვილის მიერ, გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს კონვერტს გადასცემს.

,ჩვენში დამკვიდრებული ტერმინი, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა,“ მეტწილად ალბათ, იმით უფრო აიხსნება, რომ მასში ხშირად ბინძური ადამიანები სწორედ ბინძური მეთოდებით მონაწილეობენ… ბოლო დროს, ბინძური თამაშების, განსაკუთრებით სამიზნე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი გახდა-ებრძვიან, ლანძღავენ და აგინებენ ეთერით თუ სოციალურ ქსელით. სახლთან მის მცირეწლოვან შვილებს უსაფრდებიან, მეტწილად კი უსუსურ, თუმცა მაინც, ამორალურ მეთოდებს ხმარობენ, იყენებენ ადამიანების უბედურებას და ტრაგედიას, ჩართული ჰყავთ შვილმკვდარ დედები თუ მამები, სად ისწავლეთ ეს მეთოდები, ვინ გითხრათ რომ ყველაფერი მოსულა… აი, სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ ვიდეოთი კი მინიმუმ შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.’’ წერს facebook – ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

იხილეთ:

როგორ მოისყიდა ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას დავალებით ალეკო ხოჯევანიშვილმა (ვიდეო)

კომენტარები
mpn
მოწონება