IMG.GE IMG.GE

აშშ-ში კორონავირუსის 25 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 163 290-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-სგან აშშ-ში კიდევ 755 ადამიანი დაიღუპა და საერთო ჯამში, ფატალური შემთხვევების რიცხვმა 117 717-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება