ვნახეთ ე.წ. ტელევიზიების მცდელობა რევოლუციური გარდატეხების, ვნახეთ არასამთავრობოების მცდელობა. ხომ ვიცით, რომ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ამომრჩეველმაც იცის. ამ ნიღბების გამოცვლის მიუხედავად ამომრჩეველი ხედავს ვისთან აქვს საქმე და შესაბამისად ის ძალიან მკაცრიც გახდა, – ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ამომრჩეველს უკვე ჰქონდა რამდენჯერმე რეაგირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში. თუ გავიხსენებთ მათ მიერ დაანონსებულ რამდენიმე აქციას ნელ-ნელა ცოტავდებოდა ხალხის რაოდენობა. არა იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს ხალხის მობილიზება, ან საჭირო რაოდენობის ფინანსები არ დახარჯეს, არამედ იმიტომ, რომ ამომრჩეველი არის მკაცრი. ისინი უყურებენ შედეგებს და ძალიან მგრძნობიარეები გახდნენ, გაიზარდა ამომრჩევლის პოლიტიკური ხედვებიც საქართველოში. როდესაც მათ ნახეს, რომ ესენი არა თუ არ აკეთებენ, არამედ უძლურებიც არიან და მხოლოდ პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა და რეიტინგი იკარგება. მათ ასევე ნახეს აქციები, რომელთაც ვითომ არ ლიდერობდა „ნაციონალური მოძრაობა“. ვნახეთ ე.წ. ტელევიზიების მცდელობა რევოლუციური გარდატეხების, ვნახეთ არასამთავრობოების მცდელობა. ხომ ვიცით, რომ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ამომრჩეველმაც იცის. ამ ნიღბების გამოცვლის მიუხედავად ამომრჩეველი ხედავს ვისთან აქვს საქმე და შესაბამისად ის ძალიან მკაცრიც გახდა“, – განაცხად ლევან ლევან ნიკოლეიშვილმა.
