როგორ მოისყიდა ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას დავალებით ალეკო ხოჯევანიშვილმა (ვიდეო)

4586
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

შვილმკვდარი მამიდან “კიკუობამდე” – “ა შენ თუმანი და გაიხადე” – როგორ იყიდა ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას დავალებით ალეკო ხოჯევანიშვილმა.

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ნათლად ჩანს “სუს”-ის უფროსისი ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი რომელიც შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს ფულით სავსე კონვერტს გადასცემს.

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი, აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს, გამოვაქვეყნე პოსტი, გახარია-ხოჯევანიშვილის მიერ, ზაზა სარალიძის შესაძლო, მოსყიდვის შესახებ, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს, დღეს, საჯაროდ აგინა, თავის ფბ-ის გვერდზე… სარალიძის პოსტს მე გამოვეხმაურე და ჩემმა პოსტმა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მესენჯერში ასეულობით ადამიანმა მომწერა, სხვადასხვა შინაარსის მაკომპრომიტებელი შინაარსის ტექსტი, სადაც ხსენებული ტანდემი და ფინანსური მოსყიდვა დასტურდება, მაგრამ ჩემი ყურადღება, მხოლოდ ერთ-ერთმა ვიდეომ მიიქცია, რომელიც ახლახანს მომაწოდა, ფეისბუქის ერთმა მომხმარებელმა. გთავაზობთ ვიდეოს და ამ ვიდეოს ხილვის შემდეგ, დასკვნა თქვენთვის მომინდვია… გადავირიე, მაგრად მეწყინა ეს უნამუსობა, რაც მე ამ ვიდეოზე ვიხილე, ალეკო ხოჯევანიშვილი სარალიძეს, რაღაც კონვერტს აძლევს…
ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ მომხდარა და ვიდეოც მაშინ ჩაიწერა.” – წერს დარეჯან ლიპარტელიანი
ვრცლად ამავე თემაზე, იხილეთ სტატია:
კომენტარები
რეკლამა
მოწონება