არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება – ირაკლი კობახიძე

371
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპასუხოდ, რომლის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის რეფერენდუმი, რომლის შემდეგაც დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ეს არის რა თქმა უნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ შედეგში.

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2024 წელს , ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს. “– განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “ნიუსრუმი”-ს ეთერში სტუმრობისას.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება