რა ნიგერიელი ხალხო? – ეს არის ჩემი და კიდევ მილიონობით ქართველის პოზიცია და უკვე დროა, “ჯაან ტოლერანტებმაც” შეიგნოთ!

1182
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, თბილისის მერობის ნიგერიელ კანდიდატ რიჩარდ ოგბუნუჯუს შესახებ წერს. მისი თქმით, დედაქალაქის მერი უნდა იყოს ქართველი და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე და ეს

“რა ნიგერიელი, ხალხო, რა ნიგერიელი?! მერე რა, რომ საქართველოს მოქალაქეა, – ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკოს ნორმალურმა ადამიანმა, თუ ქართველის მენტალიტეტზე სულ ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს?!

თბილისის მერობის კანდიდატებს და შემდგომ მერებს ხან კოკი წამოაძახეს და ხან – სამტრედია, ნიგერიელს ვინ აირჩევს?!

უფრო მეტსაც ვიტყვი: საქართველოს დედაქალაქის მერობის შანსი ქართველის გარდა არავის აქვს, სულ რომ დავით აღმაშენებლის ხელმოწერილი სიგელი წარმოადგინოს, – ჩემ წინაპარს უბოძაო!
ეგზოტიკაა, რა!

ახლა აქ რასისტობის ბრალდებით არავინ შემომივარდეს, თორემ გავამწესებ იბოს მეფის ქვეშევრდომად!

დიახ, საქართველოს დედაქალაქის მერი უნდა იყოს და იქნება კიდეც საქართველოში დაბადებული ქართველი!

ეს არის ჩემი და კიდევ მილიონობით ქართველის პოზიცია და უკვე დროა, “ჯაან ტოლერანტებმაც” შეიგნოთ! ბოლშევიკები და კომუნისტებიც კი ეროვნული ნიშნით არჩევდნენ კანდიდატებს: რესპუბლიკის და დედაქალაქის ყველა (ვიმეორებ, – ყველა!) ხელმძღვანელი ქართველი იყო!

და რა გგონიათ, ამ ოცდაათ წელიწადში ისე შეიცვალა ჩვენი მენტალიტეტი, რომ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ?!

დააკვირდით, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ვინ იყვნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, სახელმწიფო მინისტრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების, კონტროლის პალატის თავმჯდომარეები!
აქ საერთოდ სისულელეა ქსენოფობიასა და რასიზმზე ლაპარაკი!
ეს ასე იყო და ასე იქნება!

რადგან საქართველო არ არის ამერიკა – ემიგრანტების შექმნილი სახელმწიფო!
საქართველოს სხვა ისტორიული მეხსიერება აქვს და, ვიმეორებ, ამას ბოლშევიკებიც კი ითვალისწინებდნენ!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება