IMG.GE IMG.GE

გერმანიაში, გიუტერსლოჰში, კორონავირუსი ხორცის დამამუშავებელი ერთ-ერთი საწარმოს 650-ზე მეტ თანამშრომელს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC -ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსზე ტესტი ჯერჯერობით საწარმოს 1000-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. ახალი კლასტერის გამო ათასობით ადამიანი კარანტინში იმყოფება.

ხელისუფლებამ რეგიონში სკოლები და ბაღები დროებით დახურა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსის 187 764 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 8 856-ია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება