Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე: ეს არის დაუშვებელი ფაქტი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკანონობა. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეიწყნარებს

მარშალ პრესი 28/09/2022
თეა წულუკიანი

რა საკვირველია, ეს არის დაუშვებელი და შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკანონობა. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეიწყნარებს. რა საკვირველია, რეაგირება იქნება, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ გასარკვევია არის თუ არა ეს ახალი ფურცელი საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობაში.

„რას ველოდებით, ძნელი სათქმელია. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მიუხედავად სხვადასხვა „სურვილისა“ თუ „რჩევისა“ ლუკაშენკო ყოველთვის ინარჩუნებდა მყარ პოზიციას და არაღიარების პოლიტიკას უერთდებოდა და მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, გასარკვევია რა არის ეს – არის ეს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობაში თუ არა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს ჩასვლა ერთჯერადი აქტიც რომ აღმოჩნდეს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი მაინც დაუშვებელია.

Post navigation

Previous: ნედ პრაისი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას – რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება
Next: ხავიერ კოლომინა: ნატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.