Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კეზერაშვილის ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით დაფინანსებული ელენე გავრილოვნა ხოშტარია დღეს, კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობის და პროვოკაციის მოწყობას აპირებს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან

მარშალ პრესი 28/09/2022
ლადო ბოჟაძე

ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს, – წერს თბილისის საკრებულოს წვერი ვლადიმერ ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს კეზერაშვილის ქართული ჯარისთვის მოპარული და ბიზნესისთვის წართმეული ფულით დაფინანსებული ელენე გავრილოვნა ხოშტარია დღეს, კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობის და პროვოკაციის მოწყობას აპირებს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.

ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს, იქნებ ამან გამოიწვიოს გარკვეული პროვოკაცია და რუსეთმა მეორე ფრონტი გახსნას საქართველოში. რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტით ფულით, ასევე კეზერაშვილის ქართული ჯარისთვის მოპარული და ბიზნესისთვის წართმეული ფულით დაფინანსებული ელენე გავრილოვნა ხოშტარია დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობის და პროვოკაციის მოწყობას აპირებს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, თუმცა ამჯერადაც არაფერი გამოუვა. რამდენი ტყუილი და დეზინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს ხოშტარიამ, საქართველოს უსაფრთხოება სრულად დაცულია, ამას ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და პარტნიორი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რადიკალურ ოპოზიციას კი ვერც კეზერაშვილის და ვერც სააკაშვილის დახარჯული მილიონები იხსნის გარდაუვალი მარცხისგან, იმ მარცხისგან რომელიც 10 წელია შეაჩვია ქართველმა ხალხმა!’’ – წერს ბოჟაძე.

 

Post navigation

Previous: გიგა ბოკერიამ ჯერ ილია ჭავჭავაძის სურათი ჩამოხსნას, გამოკიდებული რომ აქვს – გუბაზ სანიკიძე
Next: ოგბუნუჯუს მეტი პოლიტიკური წონა რომ აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.