თუ ორსულებში კორონავირუსის მიმდინარეობა რთულდება, სრული კატასტროფაა, ინფექცია მყისიერად ანადგურებს ბავშვებს

164
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული 16-მდე ორსული მკურნალობს.

ამის შესახებ ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ განაცხადა, პაციენტების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ორსულებში კორონავირუსის მიმდინარეობა რთულდება „სრული კატასტროფაა“, ინფექცია „ძალიან მარტივად, მყისიერად ანადგურებს ბავშვებს“.

„როგორც წესი, სტაბილურად 12-დან 16-მდე პაციენტი მკურნალობს. სულ რეალურად 34 ადგილი გვაქვს. უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუ სტაბილურია, სტაბილურად მიდის დაავადება და მეტ-ნაკლებად ამით ბედნიერები ვართ, თუ ვინმეს რამე გაურთულდა, სრული კატასტროფაა. თუ რთულდება, ისე რთულდება მეტი არ შეიძლება, მყისიერად ანადგურებს ბავშვებს. თუ მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობაა და არ გვაქვს სერიოზული გართულებები, ძირითადად ჟანგბადზე არიან, შესაძლოა, ცოტა CPAP დასჭირდეთ, უფრო სუნთქვითი ვარჯიშებით გამოდიან“, – აღნიშნავს ალექსი ვაჩაძე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება