Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიგა ბოკერიამ “ნაციონალურ მოძრაობას” გახრწნილების პარტია უწოდა

მარშალ პრესი 27/09/2022
გიგა ბოკერია

წლებია, მთავარი პრობლემაა ის, რომ როდესაც ადამიანებს არ აერთიანებთ პოლიტიკური შეხედულებები, ფასეულობები და აერთიანებთ მხოლოდ ფანატიზმი ან მხოლოდ სურვილი, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ, ეს ყოველთვის მთავრდება მორალური გახრწნით და პოლიტიკური კრიზისით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა და განმარტა, რომ ეს ეხება ყველა ჯგუფს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა დოზით აქტიურობს.

„ვერანაირ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი იმ დეტალზე მეტი, ვიდრე საზოგადოებამ იცის. ისედაც არ ჩავთვლი საჭიროდ. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაბიჯები ასოცირდება ხოლმე შემდეგ მთელ ოპოზიციასთან. ხშირად მომისმენია ქუჩაში ადამიანებისგან პრეტენზია, ბევრჯერ სამართლიანი, მაგრამ ზოგჯერ სრულიად უსამართლო, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამდა, ჩემი აზრით, არათანმიმდევრულ, უპრინციპო და შემდეგ ყველას ეკიდებოდა ამაზე პასუხისმგებლობა.

რაც ხდება იქ, არ არის მხოლოდ მათი საქმე და ამაზე საუბარი ლეგიტიმურია, ოღონდ დეტალებზე – არა. საერთო ჯამში, უკვე წლებია, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც ადამიანებს არ აერთიანებს პოლიტიკური შეხედულებები, ფასეულობები და აერთიანებთ ან მხოლოდ ფანატიზმი ან მხოლოდ სურვილი, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ, ეს ყოველთვის მთავრდება ამ ტიპის მორალური გახრწნით და პოლიტიკური კრიზისით. ეს ეხება ყველა ჯგუფს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა დოზით აქტიურობს. ამაზე მეტი კომენტარი ამ მომენტში საჭიროდ არ მიმაჩნია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

Post navigation

Previous: ამ ხალხმა ჯოჯოხეთი გამოიარა თავისი ყინვით, შიმშილით, გაწეწვით ყველა გამოქცეულს ერთ დღეში დაენგრა ცხოვრება – რა ხდება ლარსზე
Next: დაიწყო შიდა ომი ! – დავიწყე კირკიტი, ვიპოვე ფაქტები პეტრე ცისკარიშვილზე, ლევან ხაბეიშვილზე, ხატია დეკანოიძეზე და სხვებზე და მივედი კეზერაშვილამდე!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.