ამირან გამყრელიძე – კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას და შემდგომ გავცემთ რეკომენდაციებს, როგორი რეგულაციები გვექნება

248
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის განმავლობაში განხორციელდება დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე და შემდგომ გახდება ცნობილი, თუ რა რეგულაციებია საჭირო.

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ რეკომენდაციას დაკვირვების შემდეგ გასცემს.

„რეგულაციების გარეშე ცხოვრება ვერ იქნება. გააჩნია, რა ზომის და როგორი რეგულაციები გვექნება. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის რეკომენდაციებს შემდგომ გააჟღერებს“, – განუცხადა საქართველოს პირველს არხს გამყრელიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება