Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლება საქართველოს გამთლიანებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით გეგმავს

მარშალ პრესი 27/09/2022
არჩილ თალაკვაძე

მინდა, კიდევ ერთხელ, ცალსახად ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამ კონფლიქტის მოგვარებას და საქართველოს გამთლიანებას გეგმავს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის წესების ფარგლებში. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში აფხაზებისთვის მაქსიმალურად იყოს დაცული მშვიდობა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, 1993 წლის 27 სექტემბერი და სოხუმის დაცემა ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

„ჩვენ მაშინ დავკარგეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ახლობელი ადამიანები და ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. დღეს, როდესაც უკვე 29 წელი გავიდა, რასაკვირველია, გვაქვს საშუალება, რომ გავაანალიზოთ ისტორიის ეს მონაკვეთი კიდევ უფრო სიღრმისეულად და იმ დიდ კონტექსტში, რომელიც დღეს შექმნილია რეგიონში.

მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა იყოს გაგებული არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში, არამედ იყოს გაგებული რეგიონის და კიდევ უფრო ფართო მასშტაბით, ვინაიდან მისი დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მშვიდობის დარღვევის, თუ უსამართლო ჩარევის და სამხედრო აგრესიის თითოეულ ფაქტზე, სადაც არ უნდა იყოს ეს, საერთაშორისო საზოგადოებას ექნება სათანადო რეაგირება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს, უპირველესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და ამისთვის ყველა მშვიდობიანი გზა, საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა მექანიზმი, ყველა საერთაშორისო პლატფორმა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა უნდა იყოს გამოყენებული.

Post navigation

Previous: აშშ-ის გენპროკურორის მოადგილე: გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას
Next: რატი ბრეგაძე აშშ-ის გენპროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.