დავით გაგუა: ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, შეუძლიათ უშიშრად აიცრან

196
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“ქალები რომლებიც ორსულობას გეგმავენ შეუძლიათ უშიშრად აიცრან”,- ამის შესახებ დავით გაგუას კლინიკის დირექტორმა და მეან-გინეკოლოგმა, დავით გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ორსულთათვის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

„ვაქცინაცია ნებისმიერ ტრიმესტრში რეკომენდებულია, ორსულობა არ არის უკუჩვენება. ჩვენს ქვეყანაში რეკომენდებულია Pfizer-ით ვაქცინაცია. ორსულებში აცრის შემდგომი გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა და არ განსხვავდება ზოგადი პოპულაციისგან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაქცინაცია ლაქტაციის პერიოდშიც შეიძლება მოხდეს და არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას. ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, შეუძლიათ უშიშრად აიცრან“, – განაცხადა დავით გაგუამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება