Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

მარშალ პრესი 27/09/2022
იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე. რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის დასავლური მისწრაფების მხარდაჭერისთვის, რაც ასოცირების პროცესის წარმატებით დასრულებითა და ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციით გამოიხატა.

რატი ბრეგაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. საუბარი შეეხო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. რატი ბრეგაძის განცხადებით, ამ მიზნით საქართველოს პარლამენტში შექმნილია თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებთანაც იუსტიციის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს.

მინისტრმა გამოთქვა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს კვლავ ექნება ევროკავშირის მხარდაჭერა და უახლოეს მომავალში ქვეყანა შეძლებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი: ელენე ხოშტარია ლარსის საბაჟოსთან აორგანიზებს აქციას, უნდა გააპროტესტოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში
Next: აშშ-ის გენპროკურორის მოადგილე: გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.