Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „შტამპი“, რომელსაც მესაზღვრე არტყამს, ჩათვალეთ, არის ვიზა – კონტროლდება, ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ – არა

მარშალ პრესი 27/09/2022
შალვა პაპუაშვილი

მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, თითქოს საზღვრები არის უკონტროლო, საზღვარი არის სრულად კონტროლირებადი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მესაზღვრეები გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„ის შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა. მესაზღვრის გადასაწყვეტია, ვინ შემოვიდეს, ვინ არ შემოვიდეს და რა თქმა უნდა, კონტროლდება ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არ უნდა შემოვიდეს. გადაწყვეტილება მესაზღვრის მიერ მიიღება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი არის გაკონტროლებული.

ეს არის მცდელობა დააზიანო საქართველოს სახელმწიფო, ერთის მხრივ ისტერიის შექმნით ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ საქართველოს რეპუტაციის შელახვით ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული კამპანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საზღვარზე ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით სელექცია არ ხდება და გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზღვარზე მხოლოდ რუსებს უშვებენ და ჩრდილოეთ კავკასიელებს არა, სიცრუეა.

„არანაირი სელექცია ადამიანების მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით არ ხდება, პირიქით, სწორედ ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ სელექცია მოხდეს, ქსენოფობია ჩვენი ოპონენტებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკაა. დასტურდება შემოსული ადამიანების სხვადასხვა რეგიონებიდან წარმომავლობა.

ხან ამბობენ, რომ უნდა შემოვუშვათ, რადგან გაურბიან მობილიზაციას და თითოეული რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოვა, ეს არის ერთი ჯარისკაცით ნაკლები უკრაინის ფრონტზე და მეორე მხრივ ამბობენ, რომ არ უნდა შემოვუშვათ იმიტომ, რომ უსაფრთხოების რისკებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: თეთრი სახლი: აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის არაპოპულარული ომისგან თავშესაფარს ითხოვენ
Next: ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში არსებულმა პოლარიზაციამ გადაინაცვლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.