მერაბ ჩიქოვანი – საველე ჰოსპიტალში გარდაცვლილი პაციენტი საშუალო სიმძიმის იყო, დაფიქსირდა გულის გაჩერება

206
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისში, ქავათარაძის ქუჩაზე მდებარე  საველე ჰოსპიტალში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ჰოსპიტალის ექიმის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დამდგარა დღის წესრიგში, დაფიქსირდა გულის გაჩერება.

„პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური, მიეწოდებოდა მაღალი ინტენსივობის ჟანგბადი. მდგომარეობა უცერად დამძმდა. დაუყონებლივ ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა გულის ამუშავება ვერ მოხერხდა. პაციენტი არ იყო ვაქცინირებული. ეს არის პირველი ლეტალური გამოსავალი ჩვენს კლინიკაში“, – აღნიშნა მერაბ ჩიქოვანმა.

ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობს 87 პაციენტი.

„ორი პაციენტი, ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო, სტაციონარშია გადაყვანილი, ორი გაეწერა. დღეს შეიძლება, კიდევ რამდენიმე პაციენტი გადავიყვანოთ სტაციონარში. მიმდინარეობს მიდმივი მონიტორინგი. ჩვენთან არ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულიყოს და მისი გადაყვანა ვერ მოგვეხერხებინა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება