Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საგარეო უწყება – დეოკუპაცია და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად

მარშალ პრესი 27/09/2022
საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს კომენტარს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

„2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის — აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა.

ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია — დეოკუპაცია და მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია
Next: შალვა პაპუაშვილი – პირდაპირ ეთერში ვუყურებთ აღიარებას, რომ დავით კეზერაშვილი აფინანსებს პარტიას, ტელევიზიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერევა პარტიის მმართველობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.