Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

29 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან

მარშალ პრესი 27/09/2022
308209235_460873059339132_5966087556831404923_n

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო.

,,სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. დღევანდელი დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას და ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს,”- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

Post navigation

Previous: მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე მათი მხრიდან. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით, არანაირი ინტერესები არა აქვთ
Next: შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან შემოსული და გასული მოქალაქეების რაოდენობაზე ინფორმაციას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.