პატრიარქი – ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის

284
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.

პატრიარქმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა.

„ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო.

ჩვენ ყოველთვის, ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის. აგრეთვე, ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება