ეკა გიგაურს და რამდენიმე მსგავს არასამთავრობოს დიდხანს მოუწევს ლოდინი – დავით ჩიხელიძე

515
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„რამდენიმე „არასამთავრობო ორგანიზაციამ“ განცხადებაში რომ დაგმო ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება, იმ არგუმენტით, რომ ეს დოკუმენტი უმნიშვნელოვანესიაო, თუ ეს ორგანიზაციები მართლა ასე თვლიდნენ და არც ნაცმოძრაობის ფარული სატელიტები არიან (TI საქართველო, „სირცხვილია“, GDI, ISFED…), ერთხელ მაინც როგორ არ გაახსენდათ ნაცმოძრაობისთვისაც აეხსნათ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა და გაეკრიტიკებინათ ამ პარტიის მიერ შეთანხმების დემონსტრაციული იგნორირება?

თუმცა ვინც სინამდვილე იცის იგივე კაპიტან გიგაურის შესახებ, ალბათ გაეღიმება იმის წარმოდგენაზე, რომ ქალბატონმა ეკა გიგაურმა ნაცმოძრაობა გააკრიტიკოს“ – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

„სამაგიეროდ, მისი ორგანიზაცია და კიდევ რამდენიმე მსგავსი პრივილეგირებული „არასამთავრობო“ შესაშური გულმოდგინებით ცდილობს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯის დისკრედიტაციას, საზოგადოების დეზინფორმაციას და არჩევნების საბოტაჟს, მათთვის მხოლოდ ერთი ტიპის არჩევნებია მისაღები – რომლის ფინალიც სააკაშვილის დიქტატურა და მათი მინისტრობა იქნება, თუმცა ლოდინი ძალიან დიდხანს მოუწევთ“– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება