Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

მარშალ პრესი 27/09/2022
memoriali 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

პრემიერ-მინისტრმა დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა.

პრემიერ-მინისტრი გმირთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

Post navigation

Previous: ისტერია, რასაც აწარმოებს ნაციონალური მოძრაობა და მათი მედიები, არის ანტისახელმწიფოებრივი
Next: გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.