Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“რევოლუციონერი” შოთა დიღმელაშვილი სასწავლებლად შოტლანდიაში წავიდა

მარშალ პრესი 27/09/2022
შოთა დიღმელაშვილმა

სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი შოტლანდიაში გაემგზავრა და ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშა.

“ჩემი და დედოფლის ბედი უცნაურად დაკავშირდა. პირველად, როცა ედინბურგში მოვხვდი, ზუსტად მაგ დღეს გახდა ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ხანგრძლივი მონარქი. მეორედ კი პირდაპირ გასვენებაში ჩამოვედი.

ეს ქალაქი ერთი ნახვით შემიყვარდა და მას მერე შოტლანდია ჩემთვის შოთლანდიაა. საბუთებიც სხვაგან არსად შემიტანია, მხოლოდ ედინბურგის უნივერსიტეტში, რომელიც მაშინ დაფუძნდა, როცა შაჰ აბასი მეფე სვიმონს ოსმალეთთან ომს აძალებდა.
უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ წელს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო სასწავლებელში, ულამაზეს ქალაქში გავატარებ.

დიდი მადლობა მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.”– წერს შოთა დიღმელაშვილი და იქვე აზუსტებს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე ჩამოასწრებს.

Post navigation

Previous: რეალობა არის ასეთი – მიხეილ სააკაშვილი არის დღის წესრიგიდან მოხსნილი და “ენმ” სრულიად უმოქმედო
Next: ჩამოყალიბდა კლანი სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც ითვისებს მთელი საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.