ვინ გაყვა მაზაკვალი-გახარიას? – იცით თუ არა, ოფიციალურად პარტია ქართული ოცნების წევრი, აწ უკვე ნაცხარისტებიდან, რამდენი იყო? – დიმიტრი სამხარაძე

2097
წაკითხვა/ნახვა
mpn

პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ვინ გაყვა მაზაკვალი-გახარიას?
1. ფოთის მერის ორი მოადგილე – მისი დანიშნული, ჩვენი გაგდებული!
2. გორის მერის ორი მოადგილე – მისი დანიშნული, ჩვენი გაგდებული!
3. ზუგდიდის მერი – მისი შერჩეული, ჩვენს მიერ მერად გათრეული!
4. ზუგდიდის მერის მოადგილე და მისი ძმა (ყველაზე მეტად ეს ორი მეცოდება, ორივეს აურია მომავალი და დაღუპა);
5. 6 დეპუტატი – მის მიერ რეკომენდირებული კანდიდატები!
6. საჯარო მოხელეები – მისი გარემოცვის ცოლები, ცოლისდები, მამები, ბიცოლები და ძმაკაცების რძლები;
7. რამოდენიმე განაწყენებული, რომელთა უმრავლესობაც, ან პრემიერ მინისტრობას გვთხოვდნენ, ან მეფედ კურთხევას!
8. მისი დანიშნული მეზვრიშვილისნაირი პორტირებულები!
იცით თუ არა, რომ ოფიციალურად პარტია ქართული ოცნების წევრი, აწ უკვე ნაცხარისტებიდან, რამდენი იყო?
სულ 6 ნაცხარისტი!
ბოდიში, თავად ბოლი გამომრჩა, სულ 7 ცალი ნაცხარისტი.” – წერს სამხარაძე
კომენტარები
mpn
მოწონება