როდესაც საკითხი ეხება ღირსებასა და თავმოყვარეობას, ქვეყანას აქვს უფლება, ჰქონდეს რეაქცია, გამოხატოს უკმაყოფილება, უკრაინული მხარე სრული გაგებით შეხვდა ჩვენს მოქმედებას – თეიმურაზ შარაშენიძე

377
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საკითხი როდესაც ეხება ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას, ქვეყანას აქვს უფლება, ჰქონდეს რეაქცია, გამოხატოს უკმაყოფილება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ გამოხატული უკმაყოფილება არ სცილდებოდა დიპლომატიურ პრაქტიკაში არსებულ სტანდარტს, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა.

„უკრაინული მხარე სრული გაგებით შეხვდა ჩვენს ამ მოქმედებას და ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, როგორც გითხარით, მქონდა შეხვედრა სამინისტროში. გარდა მინისტრისა, მქონდა შეხვედრები მინისტრის მოადგილეებთან. ყველა შეხვედრამ ჩაიარა ძალიან თბილად. სრულად არის აღქმული ჩვენი უკმაყოფილება და აქედან გამომდინარე, ახალი ტალღა იქნება დღევანდელი ვიზიტი, ახალი იმპულსი, მძლავრი იმპულსი ჩვენს სტრატეგიული თანამშრომლობის“, – განაცხადა შარაშენიძე.

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან კონსულტაციებისთვის 2020 წლის 22 მაისს გამოიწვიეს. მიმდინარე წლის 21 აპრილს კი, ელჩი კიევში დაბრუნდა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება