Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, რაშიც დავეხმარებით, კანონს მივიღებთ და მათ კეზერაშვილის გავლენისგან გავათავისუფლებთ

მარშალ პრესი 26/09/2022
ბექა დავითულიანი

ნიკა მელიას განცხადება და რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომლებიც მას აკრიტიკებენ ან ტონს უწუნებენ კეზერაშვილის მიმართ, ცხადყოფს, რომ კეზერაშვილი არის მთავარი დამფინანსებელი და მთავარი არაფორმალური გავლენის მქონე პირი მთელ რადიკალურ ოპოზიციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. დეპუტატის თქმით, დეოლიგარქიზაცია რადიკალურ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება.

„აღმოჩნდა, რომ თუ ვინმეს დეოლიგარქიზაცია სჭირდება, ეს არის რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“. ამაში აუცილებლად დავეხმარებით, კანონს მივიღებთ და მათ დავით კეზერაშვილის არაფორმალური გავლენისგან გავათავისუფლებთ. უკრაინულ კანონმდებლობაზე დეოლიგარქიზაციის კანონში კრიტერიუმები არის განსაზღვრული, მათ შორისაა გარკვეული თანხის ფლობა, პარტიისა და მედიის დაფინანსება. კეზერაშვილს ოთხიდან სამი კრიტერიუმი აქვს. ევროკავშირმა გვითხრა, დეოლიგარქიზაციის კანონი მიიღეთო. ოპოზიციამ თქვა, სასწრაფოდ მისაღებიაო, შემდეგ უარი თქვეს. კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ხალხი ჰყავს ჩასმული და ნიკა მელიაც ამ დაფინანსებას სიამოვნებით იღებდა. ეგუებოდა კეზერაშვილის არაფორმალურ გავლენას, მაგრამ, როგორც ჩანს, დაპირისპირება მოუვიდათ და აღარ უნდა მასთან პარტიული თვალსაზრისით, შერჩეული იყოს. ამას მისი პარტიის ნაწილი ეწინააღმდეგება. რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს? რაც მანამდე ჰქონდა. არაფორმალური გავლენებით დიდი ფული იშოვა. ალბათ იმედი აქვს, ეს შესაძლებლობა მომავალშიც მიეცემა“, – განაცხადა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: ნინო ლომჯარია: მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა
Next: საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.