Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი „ისფედზე“: ერთ-ერთმა „ავტორიტეტულმა“ ორგანიზაციამ გვაჩვენა, როგორ არ უნდა მუშაობდეს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია. მათ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება

მარშალ პრესი 26/09/2022
ბექა დავითულიანი

ერთ-ერთმა „ავტორიტეტულმა“ ორგანიზაციამ გვაჩვენა, როგორ არ უნდა მუშაობდეს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია. მათ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს „ისფედზე“ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მათ ნდობის თვალსაზრისით ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდათ.

„ერთ-ერთმა „ავტორიტეტულმა“ ორგანიზაციამ ამ თვალსაზრისით გვაჩვენა, როგორ არ უნდა მუშაობდეს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია. მათ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება. პრაქტიკულად, ოპოზიციას მისცეს საბაბი, რათა ბოიკოტი გამოეცხადებინა პარლამენტში შესვლისთვის და რაღაც პრე-რევოლუციური მოძრაობები დაიწყეს. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, თუ რით დადეს ის დასკვნა, რომ ბიულეტენების ეს რაოდენობა არასწორად იყო შეჯამებული და წარმოედგინათ ეს მასალა, არ წარმოადგინეს. ორი თვე ასე გაიყვანეს და შემდეგ როცა ნახეს, ოპოზიციას არ აქვს საშუალება გადატრიალება და მსგავსი სცენარები განავითაროს, მხოლოდ ამის შემდეგ მოიხადეს ბოდიში და წარმოადგინეს. რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციები მიმართ ნდობა ძალიან მყარად შერყეულია“, – განაცხადა დავითულიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევიან, პოლიტიკურ სპექტრში აჩენს კითხვებს, თუ რამდენად ობიექტურად მუშაობენ მათ შორის, არჩევნების დღეს. სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციის ნაწილი დონორებისგან მიღებული თანხების გამჭვირვალედ გახარჯვაში პრობლემას ვერ ხედავს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ამ თემაზე საუბრისას იხსენებენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებსა და „ისფედის“ საქმიანობას, რომელიც პარალელური დათვლის შედეგებში არსებულ შეცდომას უკავშირდებოდა.

Post navigation

Previous: 27 სექტემბერს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
Next: ნინო ლომჯარია: მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.