Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია – პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით აღიარებული გახდა

მარშალ პრესი 26/09/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს, პროკურატურის დამოუკიდებლობა, ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით აღიარებული გახდა და სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის გახსნის დროს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მასშტაბური რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა ეფექტურ, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და მუდმივად ვითარდება. პრემიერმა გენერალურ პროკურორსა და მის გუნდს ამისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების მუდმივი ჩართულობა, მათი თანადგომა. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისა და განვითარებისთვის და, ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Post navigation

Previous: რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან მოსწავლეები
Next: სუს-ი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედროს პირადი საქმის მასალების რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენის შესახებ მიმდინარე საქმეზე, გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.