სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა – პრემიერი

139
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, მისი გადაწყვეტილებით სახლის ტერიტორიაზე აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამისთვის მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა “ფონდ ქართუს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის სურათი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება