Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო თანდილაშვილი მონტენეგროს ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

მარშალ პრესი 24/09/2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონტენეგროს ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ალესანდარ მაშკოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ნინო თანდილაშვილმა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარული პროდუქციის შესახებ ისაუბრა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის ამ მიმართულებით გაღრმავების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სრულად პასუხობს ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას.

ნინო თანდილაშვილმა ყურადღება ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

Post navigation

Previous: ხვიჩა კვარაცხელია: გვინდა, რომ გიბრალტარის ნაკრებთან მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი კარგი თამაშები
Next: ნანა კაკაბაძე: ოპოზიცია დარწმუნებით აცხადებს – თუ ხელისუფლებამ შეზღუდა რუსების შემოსვლა, ე.ი. პუტინმა მოითხოვა და თუ არ შეზღუდა, მაშინ ესეც პუტინის შეკვეთილი იქნებაო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.