პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

179
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, მესტიის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 3 პირი დააკავეს.

1989 წელს დაბადებული ნ. დ., 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ
ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.
დანაშაულები 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნივთმტკიცებად ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი,
კალაშნიკოვის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“
სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება