Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაშია

მარშალ პრესი 23/09/2022
რთველი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ ხორნაბუჯში ახლად გახსნილ ღვინის საწარმოს ეწვია და ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.

შპს ,,ქართული ფესვები“ მოსახლეობისგან ყურძენს წელს პირველად იღებს.

რთველი კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროდან დაიწყო. 23 სექტემბრის მონაცემებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 5,8 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 1,8 ათასი ტონა რქაწითელი, 3,6 ათასი ტონა საფერავი , ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, დედოფლისწყაროს მევენახეების შემოსავალმა 7,8 მლნ ლარს მიაღწია.

Post navigation

Previous: გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.