Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ქალაქ ოზურგეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო და მე-3 საჯარო სკოლის ტერიტორია

მარშალ პრესი 23/09/2022
ოზურ

ქალაქ ოზურგეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო და მე-3 საჯარო სკოლის ტერიტორია; ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ნაკაშიძის ქუჩაზე წაიქცა ხე, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

სამუშაოებში ჩართულია ოზურგეთის მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები. ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად იმყოფებიან.

უამინდობით შექმნილი პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე აღმოიფხვრება – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ავთანდილ თალაკვაძე: თანამოქალაქეებზე ზრუნვა, მათ პრობლემებზე რეაგირება და სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჩვენთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება
Next: გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.