ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზრდა

144
წაკითხვა/ნახვა
mpn

ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“, ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტთან ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკელი სამხედროები და მათი მოკავშირეები ქვეყნიდან უცხოელი მოქალაქეებისა და ავღანელების ნაწილის ევაკუაციას აგრძელებდნენ. ორ აფეთქებას შეეწირნენ ამერიკელი სამხედროებიც. „ფოქს ნიუსის“ ცნობით, გარდაიცვალა ათი ამერიკელი საზღვაო ქვეითი. პენტაგონში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვას ადასტურებენ, თუმცა მათ რიცხვს არ ასახლებენ.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ აფეთქებები ქაბულის აეროპორტთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ფრთის წევრებმა მოაწყვეს.

კომენტარები
mpn
მოწონება