Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ყველამ კარგად უნდა დავინახოთ, რომ ბოლო 10 წელიწადი არის ერთადერთი 10 წელიწადი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, როცა ქვეყანაში მშვიდობა იყო

მარშალ პრესი 23/09/2022
ირაკლი ჩიქოვანი

ყველამ კარგად უნდა დავინახოთ, რომ ბოლო 10 წელიწადი არის ერთადერთი 10 წელიწადი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, როცა ქვეყანაში მშვიდობა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ზუსტად ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თითოეულ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს, რომელიც ინდომებს და იშრომებს, შეეძლება თავისი ქართული ოცნება აიხდინოს. ეს არის შესაძლებლობა და არა უკვე შემდგარი ფაქტი. ეს შესაძლებლობა თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა გამოიყენოს და სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება გვერდით დაუდგება ისე, როგორც არასდროს. პრემიერის გამოსვლაში ძალიან მკაფიო და მთავარი გამოთქმა იყო: ჩვენთვის მთავარი სამოქმედო იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

22 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ოცნებები რეალობად იქცევა! ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერი, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის, არაორდინარული გამოწვევების ფონზე გახდა გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი.

Post navigation

Previous: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის პლეიოფშია
Next: 34 მიწის ნაკვეთი 13 ავტომანქანა 15 ცეცხლსასროლ იარაღი – რა ქონება დაუყადაღეს სოსო გოგაშვილს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.