კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში გასვლით სხდომებს გამართავს

219
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მიმდინარე წლის 17-20 მაისს საქართველოს პარლამენტის ახლად შექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში – ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს გამართავს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აღნიშნავს, აჭარა ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე და გამოირჩევა თავისი კულტურული თვითმყოფადობითა და იდენტურობით.

„როგორც ცნობილია, კლასიკური და ხალხური მუსიკა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რეგიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საგულისხმოა, რომ ქედის რაიონი გამოირჩევა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ტრადიციებით, ასევე სასულე ინსტრუმენტებზე შემსრულებლების არსებობით, რაც აუცილებელი პირობაა სიმფონიური ორკესტრის და მუსიკალური სკოლების ფუნქციონირებისთვის.

კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომების თემატიკა შეეხება სახელოვნებო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სისტემური რეფორმების საკითხებს. სხდომებზე ასევე განიხილება აჭარის რეგიონში არსებული ფესტივალების სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესოა ახალი საერთაშორისო საზაფხულო სკოლებისა და არტბანაკების პროგრამების განვითარება, რაც ზოგადად გააძლიერებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების კულტურულ კავშირებს და ასევე, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გაძლიერება და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება