Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: კარგია, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი

მარშალ პრესი 22/09/2022
თამთა მეგრელიშვილი

კარგია, რომ საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში კი მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია, – ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი წერს.

„უნგრეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, იტალიაში, თურქეთში და სხვაგან არასანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე საფასო სხვაობა რუსულ და სხვა ნავთობს შორის საშუალოდ ბარელზე 45% – ით, 30 დოლარზე მეტია.

ბევრად იაფი რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გარეშე, საქართველოში ბენზინის ფასი საშუალოდ 60 თეთრიდან 1 ლარამდე გაძვირდებოდა. საფასო სხვაობის გათვალისწინებით საქართველოში კერძო სექტორის და მომხმარებლების დანაზოგი ნავთობპროდუქტების იმპორტზე ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს.

კარგია, რომ საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში კი მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია.

24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად 51.6 მილიარდი ევრო), ჯამში 158 მილიარდი ევრო – აღნიშნულ შემოსავლებში ევროკავშირის წილი 54%-ია.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე გიგა მაქარაშვილს: სტრასბურგის მასშტაბითაც თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი, რომ ნულის ტოლია ხომ დარწმუნდით?!
Next: პარლამენტი, მინისტრის საათის ფორმატში, თეა წულუკიანს უსმენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.