ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება – კახა კალაძე

258
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უხილავ მტერთან
ბრძოლაში გამარჯვება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზეა
დამოკიდებული.

„მინდა, მთავრობის სხდომა დავიწყო თხოვნით, მოწოდებით, ვატაროთ პირბადე,
დავიცვათ დისტანცია და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროგრამაში. სხვა გზა, სხვა
გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, არ არსებობს. ჩვენ ვართ ომში და ამ ომში
აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავიმარჯვოთ ერთმანეთის დახმარებითა
და მხარდაჭერით. დღეს ბრძოლის ხაზი გადის თითოეული ადამიანის
პასუხისმგებლობაზე და სწორედ ჩემზე, თქვენზე, ჩვენზეა დამოკიდებული
გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ნებისმიერი თემა
უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება“, – განაცხადა კახა
კალაძემ.

თბილისის მერმა და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა კორონავირუსით
გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც
უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება