Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: გოგაშვილის საქმეს აქვს გრიფი „საიდუმლო“ და ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ

მარშალ პრესი 22/09/2022
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს შეხვედრის უფლება მხოლოდ ადვოკატთან აქვს, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღე ხვდება.

მისივე თქმით, გოგაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც ის დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს.

„როდის შეეზღუდა მას პაემნის უფლება? თავიდანაც არ ექნებოდა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ამაში დიდი საიდუმლო არაა – რაც შეეხება გოგაშვილის საქმეს, ამას აქვს გრიფი „საიდუმლო“ და ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებ ყველა დეტალზე, ვგულისხმობ, თუ როგორ შედგა მისი შეხვედრა ოჯახთან. ამასთან დაკავშირებით გპასუხობთ, რომ ბატონი გოგაშვილის შეხვედრა ოჯახთან ეს იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კიდევ გიმეორებთ, მის საქმეს აქვს გრიფი „საიდუმლო“ და ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. მას ვისთანაც აქვს შეხვედრის უფლება არის ადვოკატი და პრაქტიკულად ყოველდღე აქვს კომუნიკაცია საკუთარ უფლებადამცველთან“, – განაცხადა ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: ნიკა მელია დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ – მე ვერ დავინახავ ასეთ სახელმწიფოს, თუკი თუნდაც, კიბატონო, მოოლიგარქო ტიპაჟები, პერსონაჟები რაიმე ტიპის ძალაუფლებას ჩაიგდებენ ან ვიწრო პირთა წრეს ექნება გავლენა დაუმსახურებლად
Next: სოსო არჩვაძე: რომ არა ნავთობპროდუქტების დასახელებული შედარებით იაფი წყარო, სერიოზულად გაუარესდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობა და მკვეთრად შემცირდებოდა დასაქმების დონე ქვეყანაში.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.