IMG.GE IMG.GE

საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კაი კაარელსონმა, ესტონეთის მთავრობის სახელით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 1000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადასცა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ ჩაიბარეს.

მნიშვნელოვანი დახმარება მივიღეთ ესტონეთის საელჩოსგან. სადეზინფექციო ხსნარები სრულად გადაეცემა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. აღსანიშნავია, რომ ხსნარები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა კორონავირუსის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადეზინფექციო საშუალებები, ცენტრალური ოფისის გარდა, გაიგზავნება რეგიონებშიც“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

სამინისტროს ცნობით,  წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ მადლობა გადაუხადა ესტონეთის მთავრობას და მის წარმომადგენელს საქართველოში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, ესტონეთის ეს საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კომპანიის თანამშრომლებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ მუშაობა.

უწყების ცნობითვე,  აღნიშნული დახმარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა, რომელიც ახდენს კორონავირუსზე რეაგირებისთვის მობილიზებას, დონორი ორგანიზაციების და უცხო ქვეყნის მთავრობების დახმარებით.

ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ეს სიმბოლური ჟესტია, თუმცა, ვიმედოვნებ, სადეზინფექციო საშუალებები დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში. ძალიან კარგია, რომ არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის საბჭო. მათ ყველაზე კარგად იციან, ვის სჭირდება დახმარება და საჭირობისამებრ მოხდება ხსნარების გაცემა“, – აღნიშნა ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება