ის ტიპები, ვინც ჟურნალისტობას იბრალებენ, ჩვეულებრივი ქოსატყუილები და ფულზე დახარბებული არსებები არიან, ხოლო ნამდვილი ჟურნალისტიკა მათი ძალისხმევით თითქმის ჩამკვდარია

646
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელსი წერს;

“არანაირად არ მინდოდა გამოვხმაურებოდი ვინმე სანაიას და მისი ტიპის ჟუუურრრრნნალისტების “აღშფოთებას” სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გამო, რაც დღეს გამოიტანა.
არ მინდოდა რადგან:
1. სანაია და ის “შეშფოთებული” ჟუუურრრნნალისტები არ წარმოადგენენ მედიას. ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან, რომლებმაც ყალბი “ქსივები” დაამზადეს და უხეშად რომ ვთქვა მაყუთს ჩალიჩობენ.
2. სასამართლოს გადაწყვეტილება არის არსებული ვითარების გამოხატვის უმაღლესი ფორმა და არ არსებობს რაიმე გამონაკლისი, რასაც შეიძლება არ დაემორჩილო, სამართლებრივად გასაჩივრების გარდა.
3. მცდელობა იმისა, რომ ამ ე.წ. პროტესტს მოჰყვება საზოგადოების მხრიდან რაიმე ექსცესი ნულის ტოლია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველამ კარგად იცის რამდენიმე დღის წინ, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დახატული პლაკატების ფრიალის რეალური აზრი.
4. დროა, უკვე დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.
– უნდა ითქვას, რომ ე.წ. სახალხო დამცველი იცავს მხოლოდ და მხოლოდ იმ მახინჯ მოცემულობას, რისკენაც ნაცები და “ახალი ქართველის შექმნის” მსურველები ისწრაფვიან.
– უნდა ითქვას, რომ ის ტიპები, ვინც ჟურნალისტობას იბრალებენ, ჩვეულებრივი ქოსატყუილები და ფულზე დახარბებული არსებები არიან, ხოლო ნამდვილი ჟურნალისტიკა მათი ძალისხმევით თითქმის ჩამკვდარია.
– უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების რევერანსები სახელმწიფოს აშკარა მტრების მიმართ, მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის და მათ უნდა გაიგონ, რომ არჩევნებში ხმას და არჩევნების შემდეგ ხელფასს არა რომელიმე დასავლური ინსტიტუტის წარმომადგენელი იძლევა, არამედ საქართველოს მოსახლეობა.
– უნდა ითქვას, რომ ის პროცენტები, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს, სწორედაც რომ მათ მიერ მოკლული განათლებისა და კულტურის დამსახურებაა.
და ეს არა მარტო უნდა ითქვას, არამედ საკმაოდ ღირსეული და მყარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას!!!” – წერს გაბრიჭიძე

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება