Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლანჩხუთში

მარშალ პრესი 22/09/2022
ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 12 სოფელში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ 2000 –მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში , საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი 5,5 კილომეტრი გზის მონაკვეთის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც წლების განმავლობაში დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ ორაგვეში მიმდინარეობს 4,3 კილომეტრი გზის საფარის მოწყობა.

აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

Continue Reading

Previous: ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩოხატაურში
Next: კახა კალაძე: ყველა იმ ძირეული რეფორმის უკან, რაც წარმატებით დავგეგმეთ და განვახორციელეთ, სწორედ თბილისელების აქტიური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა დგას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025