Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

თავდამსხმელებმა მკვეთრად გაზარდეს რესურსმომპოვებელ კომპანიებში ინვესტირების თემის ონლაინ ექსპლუატაცია

მარშალ პრესი 22/09/2022
kasri

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ დააფიქსირა ისეთი
თაღლითური საიტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც მომხმარებლებს
ჰპირდება ბუნებრივ რესურსებში ინვესტირებიდან მიღებულ მაღალ შემოსავალს. 2022
წლის ივლის-აგვისტოში კომპანიამ დაბლოკა 5,5-ჯერ მეტი ასეთი URL-მისამართი,
ვიდრე წლის პირველ ექვს თვეში ერთად აღებული. იანვრის თვიდან დაწყებული
ექსპერტებმა სამი ათასი საეჭვო რესურსი აღმოაჩინეს.
როგორც კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, პოტენციური მსხვერპლის
მოსატყუებლად, თავდამსხმელები იყენებენ თაღლითურ სქემას, სადაც ასახელებენ
მსხვილ რესურსმომპოვებელ კომპანიებს. როგორც წესი, ყალბი გვერდი არის ვებგვერდი
ან ლენდინგი, სადაც არის ინფორმაცია ერთ-ერთ ასეთ საწარმოში ინვესტიციებზე
წვდომის გახსნის შესახებ. მომხმარებელი აჭერს ბმულს „კონსულტაცია“ და იხდის
„საკომისიოს“, თუმცა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებამდე საქმე არ მიდის,
ამავდროულად კარგავს თანხას და საბანკო ბარათის მონაცემებს გადასცემს ღმერთმა
იცის ვის.
ხშირად, ყალბი საიტები მზადდება ფერადი და დეტალური, დადებითი
გამოხმაურებებით, იმ პირის მოგების სკრინშოტით, რომელმაც თითქოს შემოსავალი
მიიღო. ასეთ რესურსებში ხშირად წარმატებული ისტორიებია მოცემული.
თავდამსხმელები ასევე იყენებენ ცნობილი ტოპ მენეჯერების სახელებს და ფოტოებს.
მათი სახელით წერენ ყალბ მიმართვას და მოუწოდებენ ინვესტიციისაკენ, მაგალითად,
ნავთობისა და გაზის კომპანიაში. ერთი ხრიკიც აქვთ ― განსაზღვრული კომპანიის
ტესტის გავლა შემდგომში ინვენსტიციის განხორციელების უფლებით, რის შემდეგაც,
სავარაუდოდ, გაიხსნება სხვა პლატფორმაზე წვდომა შემდგომი მოქმედებებისთვის.
ამ რესურსებიდან ბევრი გამიზნულია უზბეკეთის ან ტაჯიკეთის მაცხოვრებლებზე.
სავარაუდოდ, თავდამსხმელები იმედოვნებენ, რომ ამ ქვეყნებში მომხმარებლები
ნაკლებად არიან განათლებულები ფინანსურ და ციფრულ საკითხებში.
„ბოროტმოქმედნი ყოველთვის მიჰყვებიან საინფორმაციო დღის წესრიგს და ბუნებრივი
აირის ფასების განხილვა არ დარჩენიათ ყურადღების გარეშე. არსებობს სხვადასხვა გზა,
რომლითაც ასეთი ბმულები აღწევენ მომხმარებლებამდე, მაგრამ ძირითადად ეს ხდება

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მაგალითად, მომხმარებელი იღებს თაღლითურ ელ-
წერილს, რომელშიც თავდამსხმელები არწმუნებენ დააწკაპუნოს ბმულზე იმ საბაბით,
რომ მისთვის უნიკალური შეთავაზება გამოჩნდა ან გამოქვეყნდა ცხელი ამბები
რესურსების მოპოვების ინვენსტირების თემაზე“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“
კონტენტის ფილტრაციის მეთოდების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი
ალექსეი მარჩენკო.

Continue Reading

Previous: მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დალაგებული ყალბი პიარკამპანია იმის შესახებ, რომ პოლიცია მოქალაქეებს უხეშად მოექცა, იყო ტყუილი
Next: ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩოხატაურში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025