ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ რუხის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

80
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმამთავრობის მეთაური ამცრელ ბრიგადებს და მოქალაქეებს გაესაუბრა, ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვირუსთან გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა.

როგორც რუხის კლინიკის მმართველმა, დავით შონიამ განაცხადა, კლინიკაში ყოველდღიურად 600 ადამიანი იცრება. კლინიკას ამ დროისთვის 20 000-ზე მეტი მოქალაქე ჰყავს აცრილი.

„რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი და პანდემიის დაწყებიდან დღემდე სრულად ჩართულია „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში, ასევე ადგილზე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ტესტირება.

კლინიკა ემსახურება არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, რუხის კლინიკაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება