Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე: ზემო აჭარაში, ხულოში ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

მარშალ პრესი 22/09/2022
თორნიკე რიჟვაძე

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრთან, ხულოს მერთან და ადგილობრივ სკოლის აღსაზრდელებთან ერთად მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის პროექტი არის ეროვნული მნიშვნელობის და მას ექნება უფრო დიდი მიზანი და მისია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლას.

„მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ დაგეგმილი სკოლის მშენებლობის პროექტი უკვე მოქმედებაში შევიდა და ძალიან მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ აღნიშნული სკოლის მშენებლობის დასრულებას.

სკოლას ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე მოედნები. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი და ამ მიმართულებითაც არ მოვაკლებთ რესურსს, რომ გაძლიერებულად ხდებოდეს როგორც უცხო ენების, ასევე ზუსტი მეცნიერებების სწავლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ ფართო ასპარეზი.

განათლება და ახალგაზრდობა სტრატეგიული პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სკოლის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს როგორც ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, ასევე რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბათუმში. ჩვენ უკვე შევუთანხმდით რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომ მაღალმთიანი აჭარიდან წარჩინებული სტუდენტები პირდაპირ ჩაირიცხონ და გააგრძელონ სწავლა. ასე რომ, მთელი ჯაჭვი და ციკლი განათლების სისტემის გახლავთ აწყობილი და ამჯერად ჯერი არის მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე. ყველა პირობა შეიქმნება, რომ აქ საშუალება ჰქონდეს მოსწავლეებს მიიღონ ხარისხიანი განათლება.

ეს სკოლა მოემსახურება პრაქტიკულად მთელ მაღალმთიან აჭარას. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო და წარჩინებული მოსწავლეები იქნებიან წარმოდგენილი ამ სკოლაში” – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა – 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები. სკოლა იქნება საცხოვრებელი გარემოთი, კვებით, ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სასწავლებელი და მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს.

პროექტი იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური. მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

Post navigation

Previous: რა უნდა გააკეთოს საქართველომ რუსეთის დამარცხების ან გამარჯვების შემთხვევაში – როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა ოსებთან და აფხაზებთან? – ლევან მამალაძე
Next: გია აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ უთხრა „ნაცების“ ქუჩის აქტივისტებს – დემოკრატიის პროცესის მონაწილეებმა პატივი უნდა სცენ ეროვნულ კანონმდებლობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.