ოპოზიციის დაწყებული საქმე კოდუას ფულით გადამზადებულმა  “პლატფორმა 2020” -მა გააგრძელა – დავით ჩიხელიძე

531
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე განცხადებას ავრცელებს:

“რამდენიმე დღის წინ, ცესკომ კენჭისყრის დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეო კამერით გადაღების და შემდეგომ ატვირთვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება,  გადაწყვეტილება რომლის მიღებას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა, სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა გამბედაობა ვერ გვაჩვენეს, ისინი თითქმის ორი საათის გამავლობაში პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ, რაც არ გამოუვიდათ.

ოპოზიციის დაწყებული საქმე კოდუას ფულით გადამზადებულმა  “პლატფორმა 2020” -მა გააგრძელა, მათ  საკუთარ ინტერპრეტაციებზე  დაფუძნებული საჩივარი წარმოადგინეს, საჩივარი კენჭისყრის დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მე-7 მუხლის ბათილობას ითვალისწინებს. (ვიდეოგადამღები მოწყობილობის შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირებისათვის კენჭისყრის შენობაში ხმის დათვლის პროცესის დროს უფლებამოსილი არიან იმყოფებოდნენ ცესკოს ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური პერსონალი) პლატფორმა 2020-ის პოზიციაა, რომ აღნიშნულ პირებს  დამატებით ზეგავლენის შესაძლებლობა ექნებათ ხმის დათვლის პროცესზე.

პლატფორმა 2020-ის საჩივარი, ცესკოს დისკრედიტაციას  და ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას ემსახურება, გაუგებარი თუ რა გავლენა უნდა მოახდინოს ტექნიკური პერსონალის ცესკოს კენჭისყრის შენობაში ყოფნამ, გარდა ამისა მათი შენობაში ყოფნა სავალდებულო არ არის, სხდომაზე გარკვევით ითქვა, რომ შეიქმნება ტექნიკური ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთვევაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს.

მოვუწოდებ პლატფორმა 2020- ს  გამოიჩინოს მეტი პასუხიმგებლობა და სერიოზულობა, რადგან მსგავსი აბსურდული, უშინაარსო საჩივრები აზიანეს საარჩევნო გარემოს. ვისაუბროთ ფაქტებით და არა ვარაუდებით, ვარაუდით საუბარი კარგ ტონად ნამდვილად არ ითვლება და თქვენს ლუსტრაციას უწყობს ხელს”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება