Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის მერიის პროექტ „ჩემი ადვოკატისა” და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

მარშალ პრესი 21/09/2022
ეს ჯობს

თბილისის მერიის პროექტ „ჩემი ადვოკატისა” და საქართველოს
მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი
გააფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში „ჩემი ადვოკატი“ გეგმავს საინფორმაციო კამპანიის
ხელშეწყობას მედიაციის პროცესის გავრცელების მიზნით.
მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც,
მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას
გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის აღმოჩენაში, მოლაპარაკების
წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე
სწრაფად, დაბალი ფინანსური დანახარჯით თავად აგვარებს წარმოშობილ დავას.
ორგანიზაცია „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 მოქალაქეს
უწევს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით უფასო
იურიდიულ დახმარებას. ვინაიდან მნიშვნელოვანია მედიაციის არა მხოლოდ
საკანონმდებლო დონეზე ხელშეწყობა არამედ, ამ ინსტიტუის პრაქტიკულ
დონეზე განვითარების მხარდაჭერაც, მემორანდუმის ფარგლებში „ჩემი
ადვოკატი“ მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას მედიაციის შესახებ და დავების
მედიაციის მეშვეობით გადაწყვეტასაც შესთავაზებს.

 

https://mpn.ge/wp-content/uploads/2022/09/ადვოკატი-ვიდეო.mp4

Post navigation

Previous: ლევან მურუსიძის განცხადებით, დაკავების შემდეგ, სოსო გოგაშვილმა წერილი მისწერა და დაიმუქრა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77- სესიის გენერალურ დებატებზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.