სპეცოპერაცია დასრულებულია – დაკავებულია ერთი პირი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მძევალი თავისუფალია.
ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
