Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას

მარშალ პრესი 20/09/2022
გია გაბრიჭიძე

დღეს, როცა პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული რათა ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ მანტია-მოსხმული „კრიტიკული მედია“ და ბოღმა პოლიტიკანები ცდილობენ დააბულინგონ პოლიციის თანამშრომლები და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ათასგვარი სისულელე გაავრცელონ – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე.

„ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ „აშუქებდა“ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას მაშინდელი „რუსთავი 2“. დღეს, როცა პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული რათა ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ მანტია-მოსხმული „კრიტიკული მედია“ და ბოღმა პოლიტიკანები ცდილობენ დააბულინგონ პოლიციის თანამშრომლები და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ათასგვარი სისულელე გაავრცელონ. არაუშავს. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავებს აქვთ საკმაოდ კარგი მომზადება, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს“ – წერს გაბრიჭიძე facebook.

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვს დამონტაჟებული. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელს აყვანილი ჰყავს 12 მძევალი. – ზე.

Post navigation

Previous: „ქრონიკის“ ინფორმაციით „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია
Next: ეს არის შემთხვევა, როცა გგონია რომ ნაცების რაღაც სიბინძურეს აქვს საზღვარი, მაგრამ კიდევ უფრო უარესს აკეთებენ და ამბობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.