სად არის ვანო მერაბიშვილი?

1076
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, იყო მცდელობა, რომ ვანო მერაბიშვილის ერთგვარი პოლიტიკური რეაბილიტაცია მომხდარიყო და აქტიურად ჩართულიყო აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ეს არ ან ვერ გამოვიდა და ყოფილი მინისტრი, პარტიის ან მისი გადაწყვეტილებით, კულუარებში გადავიდა.

სად არის მერაბიშვილი და რა აქტივობები აქვს მას? – ამ ეტაპზე მერაბიშვილის აქტივობა სოციალური ქსელით შემოიფარგლება, ძირითადად აზიარებს მათი ხელისუფლებისდროინდელ ამბებს ან მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტებს, სხვა, საჯარო აქტოვობები მერაბიშვილს ამ დროისთვის არ გააჩნია.

ე.წ გადამალვის ტაქტიკას “ნაციონალური მოძრაობა” ადრეც მიმართავდა, როდესაც საზოგადოების თვალში, არცთუ კარგი ავტორიტეტის მქონე ადამიანებს დროებით ჩამოაცილებდა პოლიტიკურ თვალსაწიერს, როგორც ჩანს, მერაბიშვილმაც ეს ბედი გაიზიარა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება